საზოგადოება
24/03/2021
ტაქსით 2 მგზავრის გადაყვანაზე შეზღუდვა მოიხსნა
ტაქსით 3-ზე მეტი პირის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა. ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შევიდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
მანამდე არსებული წესით, ტაქსში უნდა მჯდარიყო მაქსიმუმ 3 ადამიანი - 2 მგზავრი და 1 მძღოლი. განხორციელებული ცვლილებით კი, უკვე შესაძლებელია 2 მგზავრზე მეტის გადაყვანა.
დადგენილებაში დარჩა მხოლოდ ეს რეგულაცია, რომ როგორც მგზავრები, აგრეთვე მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით.