საზოგადოება
24/02/2021

სტუდენტები აუდიტორიებს 15 მარტიდან დაუბრუნდებიან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას 1-ელი მარტიდან შეძლებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, აუდიტორიებში სასწავლო პროცესი 15 მარტიდან აღდგება. აგრეთვე, პრემიერის ინფორმაციით, 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები.

ასევე 1-ელი მარტინდა მუშაობას განაახლებენ კერძო და საჯარო ბაღები.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ბიზნესისთვის შეზღუდვების მოხსნა იწყება. ხვალიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, ხვალიდანვე განაახლებენ სტუმრების მირებას ზამთრის კურორტებზე სასტუმროები, თუმცა საბაგიეროები 8 მარტიდან გაიხსნება. ასევე 1-ელი მარტიდან გაიხსნება რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში, ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე კი 8 მარტიდან. ასევე უმაღლესი სასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუზეუმები და ბიბლიოთეკები 1-ელი მარტიდან განაახლებენ საქმიანობას. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებს და ვარჯიშს 15 მარტიდან განაახლებენ. თეატრალურ წარმოდგენებზე და სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებელები დასწრებას 1-ელი აპრილიდან შეძლებენ.

ასევე სავაჭრო მოლებს და ბაზრობებს შაბათ-კვირის შეზღუდვები 8 მარტიდან მოეხსნებათ

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023