საზოგადოება
11/09/2020
სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე კერძო სკოლებშიც შეჩერდება
1-ელ ოქტომბრამდე სწავლა კერძო სკოლებშიც შეჩერდება, - ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბშჭომ მიიღო.
„ეს ეხება ყველას. ეს ეხება ასევე ყველა წრეს, რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ წრეებზე ჯანდაცვის სამინისტრო სპეცილურ განმარტებას უახლოეს დღეებში გააკეთებს“,- აღნიშნა გახარიამ.
ცნობისთვის, 1-ელ ოქტომბრამდე ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად სწავლა დიდ ქალაქებში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, რუსთავსა და გორში გადაიდო.