საზოგადოება
04/10/2021
სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარით გაიზრდება
2022 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია უკვე ინიცირებული.
პროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება, 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 79.4 მლნ ლარით არის გაზრდილი და შეადგენს 975 მლნ ლარს.