საზოგადოება
09/11/2021

სპინალური ატროფიით დაავადებული ბავშვებისთვის ₾5 მლნ გამოიყოფა

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სპინალური ატროფიით დაავადებული ბავშვების მხარდაჭერის მიზნით 5 მლნ ლარი გამოიყო. 

კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შევიდა და განახლებული ვერსია ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა. 

პროექტის თანახმად, წინა ვერსიისგან განსხვავებით, იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთან მკურნალობის პროგრამის დაფინანსება 5 მლნ ლარით გაიზარდა, რომელიც ითვალისწინებს სპინალური ატროფიით დაავადებულ ბავშვთა მხარდაჭერას. 

გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ახალი პროგრამის, ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. მისი ასიგნებები განსაზღვრულია 5 მლნ ლარის ოდენობით.