საზოგადოება
22/06/2022
Spend 4 Seasons in Georgia 3 წლის გახდა
Spend 4 Seasons in Georgia 3 წლის გახდა – სოციალური კამპანია, 2019 წლის ივნისში, რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვის საპასუხოდ დაიწყო.
კამპანია სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე ვირუსულად გავრცელდა და მხოლოდ ერთ ღამეში Facebook ჯგუფს 12 ათასი ადამიანი შეუერთდა, ამ დროისთვის კი უკვე 400 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლების განმავლობაში კამპანიამ ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად არაერთი პროექტი განახორციელა. ბოლო პერიოდში კი, განვითარებული მოვლენების ფონზე, Spend 4 seasons in Georgia-ს ამინისტრაციამ პლატფორმა ყველა იმ ადამიანს და კომპანიას დაუთმო, ვისაც შეუძლია რაიმე ფორმით დაეხმაროს უკრაინელ მეგობრებს. საქართველოში ჩამოსულმა ბევრმა უკრაინელმა სწორედ ჯგუფის დახმარებით შეძლო თავშესაფრის მოძიება.