საზოგადოება
18/04/2022
სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება
1-ლი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ჯამური ბიუჯეტი 341 მლნ ლარი იქნება.
"სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.