სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი 200 ლარამდე მომავალი წლიდან გაიზრდება
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომდევნო წლიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი 200 ლარამდე იზრდება.
"პრემიერის ინიციატივით, 2021 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვის ბენეფიტი გაორმაგდა და 100 ლარი შეადგინა. ამასთანავე, 120 000-მდე გაიზარდა ამ დახმარების მისაღები სარეიტინგო ქულა, რამაც, ბუნებრიბია, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაზარდა. მიმდინარე წლის ივნისიდან 150 ლარამდე იზრდება ბავშვის ბენეფიტი, რომელსაც დაახლოებით 220 000 ბავშვი მიიღებს. მომდევნო წლიდან კი ეს თანხა 200 ლარამდე გაიზრდება. ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვთა უკიდეურეს სიღარიბეს.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ასევე შშმ პირების დახმარების კუთხით. 2022 წლიდან შშმ პირების ყოველთვიური ფულადი დახმარების სოციალური პაკეტის ოდენობაც. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარება 275 ლარით განისაზღვრა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სოციალური პაკეტის ინდექსაციის სამართლებრივი მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებით, რათა სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ზრდა გარანტირებული იყოს საკანონმდებლო დონეზეც."–განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.
ცნობისთვის, აპრილოს მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა 650 ათასია.