საზოგადოება
14/02/2022

სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა მარტიდან დაიწყება

სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების პროგრამა 2022 წლის 1-ლი მარტიდან დაიწყება. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში 600 000 სოციალურად დაუცველიდან 200 000-ზე მეტი შრომისუნარიანია. 

მისი თქმით, მუნიციპალიტეტები და სამინისტროები 50 000 ვაკანსიას შექმნიან, თუმცა სამუშაო ადგილები წელს შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. პროგრამაში ჩაერთვებიან 18 წლის ზემოთ ასაკის პირები, საპენსიო ასაკამდე, რომლებსაც არ აქვთ შშმ სტატუსი მინიჭებული, ან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. 

პრემიერის განცხადებით, პროგრამაში ჩართულ პირებს სოციალური შემწეობა 4 წლის განმავლობაში არ შეუწყდებათ, გარდა ამისა, დამატებით 300 ლარს მიიღებენ. 

"პრორგამა ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს მოქალაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს შრომის ბაზაზარზე გასააქტიურებლად, პროგრამა დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შემუშავდა.

პროგრამას განახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და მოსარგებლეს ექნება საშუალება, აირჩიოს, საზოგადოებრივი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარჩვევების, გამოცდილების და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზება მოახდინოს.  აგრეთვე შესაძლებლობა ექნება, მომზადების და გადამზადების ქვეპორგრამებში ჩაერთოს.

საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლეს ოჯახს, 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნება საარსებო შემწეობა, ამ პროგრამაში ჩართულ მოქალაქეს დამატებით მიეცემა 300 ლარი. შემოთავაზებას თუ არ დათანხმდება, სოციალური შემწეობა გაუგრძელდება, მაგრამ 1 წლის შემდეგ ოჯახის სოციალური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება. ამ დროის განმავლობაში შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების ან სოციალური მომსახურების სააგენტოს",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

Businesspartner