საზოგადოება
03/06/2021

სნეპ ფიტნესი: კომენდანტის საათის გადაწევის შემდეგ მომხმარებელთა რაოდენობა 20%-ით გაგვეზარდა

პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამ, კერძოდ კომენდანტის საათის შემცირებამ “სნეპ ფიტნესს“ მომხმარებლები 20%-ით გაუზარდა.

ამასთან, როგორც “სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი სოფო სოლოღაშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ადრინდელთან შედარებით ხალხი აქტიურად ვარჯიშობს. აბონემენტს ვინც ყიდულობს დარბაზში თითქმის ყველა დადის, როცა ადრე აბონემენტის მფლობელთა 30% არ ვარჯიშობდა.

“მომართვიანობა მაღალია. მას შემდეგ რაც, კომენდანტის საათმა 23:00 საათამდე გადაიწია, ხალხის რაოდენობამ დაახლოებით 20%-ით მოიმატა, რაც საკმაოდ კარგი ციფრია.  

ამასთან, ვამჩნევ, რომ ახალი ტრენდია. ადრე ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობდა აბონემენტს და იქიდან 30% არ დადიოდა. ახლა ვინც ყიდულობს, ძირითადი ნაწილი, 90% დადის და ვარჯიშობს“,- აღნიშნა სოფო სოლოღაშვილმა.

მისი თქმით, დარბაზები კონკრეტულ დროს და დღეებში აღარ არის გადატვირთული. ნებისმიერ დროს ხალხის საშუალო დონის აქტივობაა.

“რაც 24 საათიანი არ ვართ და კონკრეტულ საათზე იკეტება, უფრო გადანაწილდა მომხმარებელთა რაოდენობა. ადრე თუ დარბაზში ხალხის დიდი რაოდენობა მხოლოდ დილის და საღამოს საათებში გვხვდებოდა, ახლა ნებისმიერ დროს საშუალო დონის აქტივობაა. რაღაც პერიოდში დარბაზები ცარიელი აღარ არის. შაბათ-კვირასაც არ დადიოდნენ და ორშაბათიდან იწყებოდა “საგიჟეთი“. ისე მოხდა, კონკრეტულ დღეებში კი არ არის ბუმი, შაბათ-კვირასაც დადიან. არ ვიცი, რეალურად რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, ასეა“, - განაცხადა სოფო სოლოღაშვილმა.

„სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 4 ფილიალი აქვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023