Sinopharm-ით და Sinovac-ით ვაქცინირებულებს Pfizer-ით აცრა უკვე შეუძლიათ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით, Sinopharm-ით და Sinovac-ით აცრილ პირებს შეუძლიათ დამატებით Pfizer–BioNTech ვაქცინით აიცრან. შესაბამის ბრძანებაში შესული ცვლილება უკვე ძალაშია.
ასეთ შემთხვევაში Pfizer-ით აცრა შესაძლებელია შემდეგი წესით:
ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია ჩაუტარდეთ Pfizer–BioNTech ვაქცინის ორი დოზით აცრა, ამასთან მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს. ასეთ შემთხვევაში პირმა ამცრელ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი, ან მოწვევა, ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, ან დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ.
გარდა ამისა, პირებს, რომლებსაც პირველი აცრა ჩაუტარდათ სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, შემდგომ ორსულობის დადგომის შემთხვევაში მეორე აცრა ჩაუტარდებათ Pfizer–BioNTech ვაქცინით.