საზოგადოება
09/10/2020
შრომის ინსპექციამ ქუთაისში 5 სავაჭრო მოლი დააჯარიმა
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ ქუთაისში 5 სავაჭრო მოლი დააჯარიმა. მიზეზი კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობაა.
უსაფრთხოების სტანდარტის დაუცველობის გამო გაფრთხილება მიეცათ აგრალურ ბაზრებსა და ბაზრობებსაც.
„ქუთაისში, მონიტორინგის ფარგლებში ინსპექტირების პროცესი გრძელდება. შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ადგილზე არ ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდება ტემპერატურის სკრინინგი. სწორედ ამიტომ , 5 სავაჭრო ობიექტი დავაჯარიმეთ. მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც. ჩვენ ვაძლევთ გაფრთხილებებს და მოქალაქეებს , რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ,“-განაცხადა ბექა ფერაძემ.