საზოგადოება
08/09/2021

შრომის ინსპექცია 2 კოვიდკლინიკაში არათანაბარი ანაზღაურების საკითხს სწავლობს 

შრომის ინსპექცია კოვიდის მართვაში ჩართული 2 კონკრეტული კლინიკის შემთხვევას სწავლობს, ექიმების, ექთნების და სანიტრების ანაზღაურების არათანაბარ განაწილებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

“ამ ეტაპზე ამ კლინიკებიდან არის განცხადება შემოსული. შრომის ინსპექცია დამატებით 111 კლინიკის შემთხვევებსაც შეისწავლის. ის შესაბამის რეკომენდაციას გასცემს, როგორი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სრულად იყოს დაცული, როგორც ანაზღაურების კომპონენტი, ასევე ის დანამატი, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვიურად ურიცხავს კლინიკებს და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება უკან რიცხვით იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიყენებულია სამედიცინო პერსონალის მიმართ“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. 

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კოვიდის მართვაში ჩართულ მედ პერსონალს თვის ბოლოს 219 ლარი ჩაერიცხათ, მინისტრის შეფასებით, ეს არის ანაზღაურების ძალიან დაბალი ზღვარი და უტოლდება დანაშაულს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023