საზოგადოება
20/09/2021
შოთა ბურჯანაძე: აცრილების რაოდენობა თუ არ გაიზრდება, კიდევ დავდგებით რეგულაციების წინაშე
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი სწრაფი ტემპით არ მიმდინარეობს.
მისი თქმით, წლის ბოლომდე დამატებით 1 მლნ ადამიანი ორჯერადად აცრილი თუ არ იქნება, ქვეყანა ისევ დამატებითი რეგულაციების წინაშე დადგება.
"საზოგადოების 25%-მდეა ორჯე აცრილი, ეს არის უდიდესი პრობლემა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ციფრი ყოველდღიურად იკლებს და მატებაში არ არის იმუნიზაციის პროცესი, ეს დამატებით პრობლემას ქმნის. წლის ბოლომდე თუ ჩვენ ვერ მივიღებთ დაახლოებით დამატებით მილიონამდე ორჯერ აცრილ ადამიანს, ჩვენ ვერ გადავლახავთ ამ პრობლემას და ისევ დავდგებით ზამთრის შემდეგ ჩაკეტვის, დამატებითი რეგულაციების და აშ შეზღუდვების წინაშე", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.