საზოგადოება
22/02/2021

"შეზღუდვების შემსუბუქება ამ კვირიდან დაიწყება"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირას საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც დარჩენილი შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს განიხილავენ.

მისივე თქმით, შემსუბუქებები მიმდინარე კვირასვე დაიწყება.

„მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იქნება, სადაც კონკრეტული შეზღუდვების შემსუბუქებაზე განვაცხადებთ. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ კი, მის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა. პრემიერობის კანდიდატმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.  მინისტრთა კაბინეტში მცირე ცვლილებებია. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარობაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023