შეზღუდვების დაწესებაზე კანონის მოქმედების ვადა 2023 წლამდე გახანგრძლივდება
პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება გაუხანგრძლივდება. ცვლილება "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში" შედის. პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა უკვე დაიწყო.
მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლის 1-ელ იანვარს ეწურება. კანონპროექტით კი, ეს ვადა 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდება.
მაგალითად მთავრობას უფლებამოსილება ექნება, დროებითი შეზღუდვები დააწესოს საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, ეკონომიკურ საქმიანობასთან, სოციალური ღონისძიების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე, დავით სერგეენკო და ირმა ზავრდაშვილი.