საზოგადოება
24/02/2021

შენობები ექსპლუატაციაში შესვლამდე ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით ვერ მომარაგდებიან

ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით მომარაგება აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

„2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობა-ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება მის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს შენობა ნაგეობის სამშენებლო ნებართვასთან და პროექტთან შესაბამისობაში დადგენას. დღეს არსებული საკანონმდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობა-ნაგებობებში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. აწარმოებენ სარემონტო სამუშაოებს. იმისთვის, რომ შეიცვალოს ეს დამკვიდრებული პრაქტიკა და თავად სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი, აწარმოონ მშენებლობა სამშენებლო ნორმებისა და მშენებლობის ნებართვის შესაბამისად და შენობა შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს, ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მშენებელი ახერხებს დასრულებული შენობის რეალიზაციას და ექსპლუატაციაში შესვლას აღარ ჩქარობს.  

„ზოგიერთ შემთხვევაში მშენებელი თავის შემოსავალს მიიღებს და საერთოდ არ აინტერესებს ეს კონკრეტული კორპუსი შევა ექსპლუატაციაში თუ არა. შემდეგ იქ მცხოვრები ადამიანები დარბიან აქეთ-იქით, რათა საცხოვრებელი კორპუსი რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს ექსპლუატაციაში, რაც ვფიქრობ, არასწორია“,- განაცხადა კახა კალაძემ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023