საზოგადოება
18/03/2021

შეჩერდება თუ არა საქართველოში AstraZeneca-ს გამოყენება - ჯანდაცვის სამინისტროში სხდომა ჩაინიშნა

ჯანდაცვის სამინისტროში სხდომა გაიმართება, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას“ ვაქცინის შესახებ იმსჯელებენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე მიიღებენ განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეჩერდება თუ არა ქვეყანაში “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება.

“იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტროში სხდომას გამართავს, სადაც შედინიან ჩვენი ცნობილი მეცნიერები და ექიმები. ასევე სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული საბჭოსი და დაავადებათა კონროლის ეროვნული ცენტრი. იქ განვიხილავთ ამ საკითხს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

სხდომა 19:00 საათზე დაიწყება. 

ინფორმაციისთვის, დღეს, ვაქცინირებული სამედიცინო პერსონალი კომაში ჩავარდა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

Businesspartner