საზოგადოება
12/06/2020

სემეკი დავების განხილვის სისტემას ამარტივებს

სემეკი დავების განხილვის სისტემას ამარტივებს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია  საჩივრების დაახლოებით  50%-ს სხდომის გამართვის გარეშე გადაწყვეტს. 

ახალი სისტემით მომხმარებლები მათთვის პრობლემატურ  საკითხზე გადაწყვეტილებას უფრო სწრაფ ტემპში მიიღებენ. ამ  წესის ამოქმედებამდე, სემეკი თვეში ოთხჯერ, საშუალოდ 100-დან ორასამდე სადავო საკითხს განიხილავდა. გასული წლის მონაცემებით, კომისიიის სხდომებზე  3000-მდე სადავო საკითხის განხილვა მოხდა.