საზოგადოება
09/02/2021

სჭირდება თუ არა ვაქცინა კოვიდგადატანილებს და ბავშვებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მათ, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, ვაქცინა მაინც სჭირდებათ.

თუმცა, მისი თქმით, ვირუსის დადასტურებიდან ვაქცინაციამდე მინიმუმ 3 თვე უნდა იყოს გასული.

„პირველ ეტაპზე, ვისაც ახალი გადატანილი აქვთ დაავადება, ვაქცინაციას არ შევთავაზებთ, მათ ვაქცინის გაკეთება მოუწევთ სადღაც მე-2 - მე-3 კვარტალში“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება ბავშების ვაქცინაციას, მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ.

„ბავშვების შემთხვევაში „ფაიზერის“ ვაქცინა ამბობს, რომ 19 წლიდან ზემოთ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში მითითებულია 16 წლიდან და ზემოთ. ჩვენი გეგმის თანახმად სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ, ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ.

ბავშვებში ვაქცინის ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს, რადგან საკვლევ ჯგუფებში ამ ასაკის მოსახლეობა ჩართული არ ყოფილა. გადახედავს მწარმოებელი სავარაუდოდ თავის პროტოკოლს და ჩვენ შესაბამისად განვავრცობთ ამას სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022