საზოგადოება
26/08/2020

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო 7-15 წუთამდე უნდა შემცირდეს - კახა კალაძე

სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო 7-15 წუთამდე შემცირდება.  

კახა კალაძემ განაცხადა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

„ჩვენიამოცანაა, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფად გადაადგილდეს და შესაბამისი დერეფნები მოეწყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უბანს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ამ შემთხვევაში, ავტობუსზე, თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს. დღეს ადამიანებს, რომლებიც ავტობუსით ყოველდღიურად სარგებლობენ, გაჩერებებზე ლოდინი 30-40 წუთის განმავლობაში უწევთ, რაც დისკომფორტია“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, ავტობუსების შემოყვანის პროცესი გრძელდება - შესყიდული გვაქვს 12-მეტრიანი ავტობუსები და მომავალ წელს უკვე იგეგმება 18-მეტრიანი ახალი ავტობუსების შემოყვანა.

უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო დერეფნების საკითხის დეტალური განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრასაც აანონსებს. მერი ამბობს, რომ მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მიიღებენ.

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ასევე, „ჭკვიანი შუქნიშნების“ შესყიდვაა. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020