საზოგადოება
18/08/2021
საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე 150 000 ლარი დაიხარჯა - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დიღომში, ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალის მოწყობაზე 150 000 ლარია დახარჯული.
“საწოლები და ინვენტარი - ყველაფერი არის სამედიცინო ჰოლდინგის ბალანსზე, რომელიც ჰოლდინგის მფლობელობაში დაბრუნდება, მას შემდეგ რაც აღარ გახდება საჭირო საველე ჰოსპიტალი.
არა ერთი მითქმა-მოთქმაა, თითქოს საველე ჰოსპიტალი დაჯდა რამდენიმე მილიონი, თუმცა მისი მოწყობისთვის დახარჯულია მხოლოდ 150 000 ლარი“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
საველე ჰოსპიტალს 500-მდე პაციენტის მიღება შეუძლია. საწოლების უმეტესობა ჟანგბადითაა აღჭურვილი. საველე ჰოსპიტალის გამოყენება იგეგმება ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში.