საზოგადოება
06/07/2021

“სასურველია, შემოდგომას უსაფრთხო სკოლებით, ბაღებით, უნივერსიტეტებით, ბანკებით შევხვდეთ“ 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სკოლების მასწავლებლებს, ბაღების აღმზრდელებს, უნივერსიტეტების სტუდენტებსა და ლექტორებს, ბანკების თანამშრომლებს, ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს და სხვა საჯარო სექტორში მომუშავეებს მიმართავს, რომ შემოდგომამდე ორჯერადად აიცრან. 

“დღეს ძალიან კარგი ინიციატივით გამოვიდა სამედიცინო უნივერსიტეტი “ალმა მატერი“, რომელმაც დაანონსა, რომ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შემოდგომისთვის იქნებიან აცრილები, ეს სხვა უნივესრიტეტებსაც მოუწოდა.

ქვეყანაში 100 000-ზე მეტი სტუდენტია, იგივე ჩვენი სტუდენტები, რომ მიდიან უცხოეთში, ყველას სთხოვენ, რომ ორჯერ აცრილები უნდა იყვნენ. სასურველია შემოდგომას ჩვენ შევხვდეთ ე.წ. უსაფრთხო უნივერსიტეტებით, სკოლებით, ბაღებით, რაც ნიშნავს, რომ ბაღის ყველა აღმზრდელი, სკოლის ყველა მასწავლებელი, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი და ლექტორი იყოს ორჯერადად აცრილი. აგრეთვე საბანკო სექტორმა უნდა გამოიჩინოს აქტიურობა, ფარმაცევტული სექტორიც ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მისი ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში 61%-ია აცრილი. 10%-დან 15%-მდე ვირუსი აქვს გადატანილი და ჯერ 120 დღე არ არის გასული, რომ მათ ვაქცინაცია ჩაიტარონ. 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, NCDC-ის მიზანია, აგვისტომდე თანამშრომლების 100% აიცრას. 

“აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში ყველა იყოს აცრილი, რადგან გვქონდეს უსაფრთხო ჰოსპიტლები, სამედიცინო დაწესებულებები“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

მისი თქმით, როდესაც ივნისში ვაქცინაზე მიწოდებას მოთხოვნა სჭარბობდა, ახლა პირიქით არის. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023