სასტუმროებისთვის COVID რეკომენდაციები განისაზღვრა
სასტუმროებისთვის, პანდემიიდან გამომდინარე, სავალდებულო რეკომენდაციები განისაზღვრა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
ერთიან შესასვლელთან უზრუნველყოფილი უნდა იყოს თერმოსკრინინგი. სასტუმროს ტერიტორიაზე ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია 2 საათში ერთხელ უნდა განხორციელდეს. სავალდებულოა არანაკლებ 2მ დისტანცია. სასტუმროს ტერიტორიაზემყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერები უნდა განთავსდეს, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი.
სასტუმროებში დაუშვებელია ორ სართულიანი საწოლების გამოყენება.
საერთო გამოყენების სველი წერტილებით სარგებლობისას, ყოველი გამოყენების შემდეგ მისი დეზინფექცია განხორციელდება.
აპარტამენტები და ბინები:
რეკომენდირებულია სტუმრის მიღების (check in) და გასვლის (checkout) დისტანციური სისტემის დანერგვა;
სტუმრის გასვლის (checkout) შემდეგ, ოთახების დალაგება უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპით -დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება;
ღონისძიებები კვებით უზრუნველყოფის ბლოკებისთვის:
გამოიყენება ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი. შვედური მაგიდის გამოყენების შემთხვევაში, პერსონალის მომხმარებლებთან კონტაქტის შემცირების მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მონტაჟი შვედურ მაგიდასთან.
საკვებთან ერთად ბარიერს მიღმა განათავსდება გამოსაყენებელი ჭურჭელი;
სტუმრებისთვის გამოიყენება მხოლოდ ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ;
რეკომენდაციაა, რომ გამოიყენონ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეიზღუდოს მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;
ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყოფილი უნდა იყოს წინასწარი დაჯავშნის სისტემით;
ლოდინის რეჟიმში მყოფი სტუმრებისთვის, წინასწარ განისაზღვრება სტუმართათვის ადგილი, (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით);
მოთხოვნები ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:
მომხმარებელთა მაგიდებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მ.
სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;
ერთ მაგიდასთან მოთავსდება არა უმეტეს 6 მომხმარებელი;
ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.
ამასთან:
30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება;
31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2).
გამონაკლისი სახით შესაძლებელია დამატებით 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებული იყოს დროებითი დამცავი ბარიერი;
მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:
დარბაზში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
მაგიდებს შორის მანძილი არანაკლებ 2 მეტრი;
ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს;
სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;
ერთ მაგიდასთან მოთავსდება არა უმეტეს 6 მომხმარებელი; გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებული იყოს დროებითი დამცავი ბარიერი. ამასთან:
30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება;
31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2);
სპორტულ-გასართობი ცენტრები:
სასტუმროს გარე სივრცეში არსებული ბილიარდის, ტენისის და სხვა სპორტულ/გასართობი ცენტრისთვის გამოყოფილი ინვენტარი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარის მეშვეობით, ყოველი გამოყენების შემდგომ.
განსაკუთრებული მოთხოვნები:
ვინაიდან სასტუმროში ვიზიტორებს პირველადი კონტაქტი აქვთ სასტუმროს მიმღების თანამშრომლებთან, თითოეული დასაქმებული უნდა აღიჭურვოს სამედიცინო ნიღბით, ასევე მიმღების მაგიდასთან დამატებით დამონტაჟდეს დროებით გამჭვირვალე ტიპის ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი;
დასუფთავებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა თავი უნდა აარიდოს მჭიდრო კონტაქტს სტუმრებთან. მათ უნდა ეკეთოთ ხელთათმანი დალაგების დროს და ხელთათმანი გაკეთებამდე და მოხსნის შემდეგ ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა (წყლითა და საპნით დაბანა, ან დამუშავება სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით).