საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები, შესაძლოა გადაიხედოს
საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები, შესაძლოა გადაიხედოს და ის მომსახურების თვითღირებულებას მიებას - ამის შესახებ “ევექსი ჰოსპიტლების” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღესვე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სექტორში მიმდინარე პრობელემების დაძლევის პროცესში ჩაერთვება, როგორც კლინიკების, ასევე სამინისტროს მხრიდან.
“შევთანხმდით, რომ მომავალი კვირიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელთაგან ერთი იმუშავებს ტარიფების ღია და გამჭვირვალე ფორმულის დადებაზე და მოხდება ფასთა ინდექსაციის მექანიზმიც. სავარაუდოდ, ინდექსაცია, შესაძლოა მოხდეს 3 წელიწადში ერთხელ, რაც ასევე მისაღებია. აქ საუბარია მთლიანად საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებულ ტარიფებზე. რადგან გაიზარდა პროდუქციის თვითღირებულება, ამის გამო უნდა მოხდეს ახალი ფორმულის დადება, რომლის მიხედვით მოხდება სრულუ თუ არა, ნაწილობრივი ასახვა. შესაძლებელია, თვითღირებულებას მიებას ტარიფები”,- აღნიშნა მინდიაშვილმა.