საზოგადოება
19/03/2020
სამინისტროებმა დამატებით ღონისძიებებზე გეგმა დღის ბოლომდე უნდა წარადგინონ
გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაზე – კორონავირუსის გავრცლების გამო, მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს.
საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობას ჯერ არ აცხადებს, თუმცა დღის ბოლომდე ყველა სამინისტრომ უნდა წამოადგინოს გეგმა, რა დამატებითი ღონისძიებები გატარდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ საჯარო სექტორში კიდევ უფრო შეიზღუდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სამსახურებში გასვლა მოუწევთ.
ანალოგიური რეკომენდაციაა კერძო სექტორის მიმართ, რომ მაქსიმალურად დისტანციურად მოხდეს სამუშაოების წარმოება. მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას დარჩნენ სახლში, თუ მათი გარეთ გასვლის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის.