საზოგადოება
25/01/2021
სამედიცინო ხელთათმანის ფასი რამდენიმე ასეული პროცენტით არის გაზრდილი -“მედალფა“
„მედალფას“ გენერალური დირექტორის განცხადებით, სექტორის ერთ-ერთი გამოწვევა ხარჯების უპრეცედენტო ზრდაა. ამ თვალსაზრისით გიორგი ამბროლიანი ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ხელთათმანის ფასზე, რომელიც მისი რწმუნებით რამდენიმე ასეული პროცენტით არის გაზრდილი. კლინიკებს მისი იმპორტირება უწევთ, რაც განსაკუთრებით პრობლემური გაუფასურებული ლარის პირობებშია.
„ხელთათმანები ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტია. სამედიცინო სფეროში მისი მოხმარება რაოდენობრივადაც გაიზარდა, ფასი კი რამდენიმე ასეული პროცენტითაა მომატებული. იმპორტირებული პროდუქტია, რომელიც საქართველოში არ იწარმოება“,- აღნიშნა ამბროლიანმა.