საზოგადოება
22/12/2021
საკოორდინაციოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება კიდევ არ მიუღია
საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება კიდევ არ მიუღია.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, საქართველოში "ომიკრონის" შტამი უკვე დაფიქსირდა და მისი გავრცელების პოტენციალიც არის. აქედან გამომდინარე, საბჭო ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილებას ვერ იღებს.
"საქართველოში "ომიკრონის" შტამი უკვე დაფიქსირდა და მიმდინარეობს კვლევა კიდევ რამდენიმე შემთხვევაზე. ჩვენთან ამ შტამის გავრცელების პოტენციალი ცხადია არის. შესაბამისად ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.