საზოგადოება
28/09/2021

საკოორდინაციო საბჭო ვაქცინაციის გასააქტიურებლად მექანიზმების შემოღებაზე იმსჯელებს

საკოორდინაციო საბჭო ვაქცინაციის ტემპის გააქტიურების მიზნით შესაბამისი მექანიზმების შემოღებაზე იმსჯელებს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საბჭოს რეკომენდაციების პაკეტი წარუდგინა, რომელიც ეხება აცრების იტენსიფიცირებას, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მანდატორული მექანიზმებით. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, პირდაპირია, როდესაც კანონით ავალებს, არაპირდაპირი მექანიზმია, რომელიც აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში. 

"იმედია, რომ ჩვენთანაც იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული. ამაზე არის სერიოზული მსჯელობა",-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ადამიანია აცრილი, აქედან 760 000-მდე ორჯერ ვაქცინირებულია. 

ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ ასაცრელად თავისი ნებით კიდევ მინიმუმ 200 000 ადამიანი მივა. არსებული სიტუაცია კი, უფრო მეტი ადამიანის აცრას მოითხოვს. შესაბამისად, მექანიზმების შემოღებაა აუცილებელი. 

"ახლა ვმსჯელობთ და დარწმუნებული ვარ, საბჭო ალბათ, მომავალ შეხვედრაზე იმსჯელებს შესაბამისი მექანიზმების შემოტანასთან დაკავშირებით. რამდენიმე ვერსიაა. ჩვენ წარვადგინეთ პაკეტი. ჩემი გადასახედიდან, ექიმებისა და მასწავლებლებისთვის მანდატორიზმს ვუჭერ მხარს ამ ორი ჯგუფისთვის. მომავალი კვირების განმავლობაში ვფიქრობ, ამაზე გადაწყვეტილებები უნდა იყოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.