საზოგადოება
27/01/2022

საქართველოსთვის მედიკამენტების მთავარი საექსპორტო ბაზარი უზბეკეთია

2021 წელს საქართველოდან ექსპორტზე $99.1 მილიონის მედიკამენტი გავიდა.

მთავარი საექსპორტო ბაზარი უზბეკეთია, სადაც წამლების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა $46.5 მილიონი შეადგინა.

"ბიზნესპარტნიორისთვის" სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემებით, $17.9 მილიონის მედიკამენტი გავიდა ექპორტზე აზერბაიჯანში, $8.5 მილიონის - სომხეთში. საექსპორტო ბაზრების ხუთეულში ბოლო ორ ადგილს რუსეთი და ყირგიზეთი იკავებს. რუსეთში ექსპორტიდან საქართველომ 2021 წელს $6 მილიონის შემოსავალი მიიღო, ყირგიზეთში გაყიდვებიდან კი - $4.7 მილიონი.

გასული წლის მონაცემები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2020 წლის მაჩვენებლებისგან. 2020 წელს მედიკამენტების ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა $99.3 მილიონი შეადგინა. ბაზრის ლიდერი კვლავაც უზბეკეთი იყო.

რაც შეეხება წამლების ექსპორტიორ კომპანიებს, 2021 წლის TOP-20 სია ასე გამოიყურება:

შპს გეა

სს გეფა

შპს M-სერვისი

შპს ავერსი-რაციონალი

შპს ჯი-ემ-პი

შპს ავერსი-ფარმა

სს "ბიოფარმი"

შპს Natur Pharm

შპს ამბიენს

შპს ველგა ჰელტკეირ პროდაქტს

შპს აგენტა ფარმა

შპს ლუკექსპოჯორჯია

შპს ფარმექსიმი

შპს ფარმედ

შპს დენკ ფარმა საქართველო

შპს ოქსიგენი

შპს რენომედ ლოჯისტიკს

შპს ფულფარმი

შპს უნივერსალ თრეიდინგ

შპს საქართველოს ფარმაცევტული კომპანია

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023