საზოგადოება
11/05/2021

საქართველოში Sinovac-ით ვაქცინაცია შესაძლოა, მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყოს

იმუნიზაციის და ვაქცინაციის გაფართოებული საბჭო მთავრობასთან საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის “სინოვაკის“ გამოყენების საკითხს განიხილავს. საუბარია “სინოვაკის“ გამოყენებაზე, სანამ ის ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანმოს “სინოვაკთან“ დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა არსებობს სტრატეგიული ექსპერტების ჯგუფის შუალედური, დადებითი დასკვნა აღნიშნული ვაქცინის შედეგების შესახებ.

“ამ დასკვნის საფუძველზე, იქიდან გამომდინარე, რომ საჭიროება მაღალია, იმუნიზაციის საბჭომ და ასევე ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ მხარი დაუჭირა მთავრობასთან ამ საკითხის განხილვას, “სინოვაკის“ შედარებით ადრეული გამოყენების თაობაზე, ვიდრე ჯანმოს ავტორიზაცია დასრულდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.   

მისი თქმით, ჯანმოს მიერ “სინოვაკისთვის“ ავტორიზაციის მინიჭების საკითხი მიმდინარე პროცესია. თუმცა, თუ პროცესი მაისის ბოლომდე არ დასრულდება, ეპიდემიური ვითარებიდან, აგრეთვე ვაქცინაციის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოში “სინოვაკის“ გამოყენება შესაძლოა, ავტორიზაციის მინიჭებამდე, მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყოს.  

ინფორმაციისთვის, საქართველომ “სინოვაკის“ ვაქცინის დოზები ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023