საზოგადოება
13/05/2021

საქართველოში Sinovac-ის გამოყენება შემდეგი კვირიდან იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჩინური წარმოების კოვიდვაქცინის, Sinovac-ის გამოყენება შემდეგი კვირიდან იგეგმება.

მისი თქმით, Sinovac-ით 18 წლის ზევით ასაკის პირები აიცრებიან. მას სხვა ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს. პირველი ვაქცინაციიდან მეორე ვაქცინაციამდე შუალედი კი, 14-18 დღეა.

“ Sinovac მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელიც საერთაშორისო ასპარესზე გადის. თვითონ ჩინელებს Sinopharm-ის და Sinovac-ის გარდა სხვა ვაქცინებიც აქვთ, რომელსაც ეროვნულ დონეზე იყენებენ.

ჩინეთმა Sinovac-ის 100 000 დოზა გვაჩუქა, რომლის ადმინისტრირებაც ქვეყანაში მომავალ კვირაში იგეგმება. 100 000 დოზა 50 000 მოქალაქისთვის არის გათვალისწინებული. ველოდებით, რომ ეს ვაქცინა ჯანმოსგან ავტორიზაციას მიიღებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023