საზოგადოება
26/04/2021

საქართველოში რეგიონების განახლების პროგრამა იწყება

საქართველოში რეგიონების განახლების პროგრამა იწყება. პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია.

მისი განხორციელების პროცესში, პრემიერის განცხადებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

“ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების რეაბილიტაციას, რეკრეაციული ობიექტების მოწყობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე ყველა ქალაქის მუნიციპალიტეტის და კურორტების ურბანულ განახლებას. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი ტურისტული და დასასვენებელი ობიექტები. საქართველოში უამრავი ადგილია, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გავხაროთ. ყველა რეგიონში თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს რეგიონებში ახალი ტურისტული მიზიდულობების გაჩენა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები ივნისში დაიწყება.