საზოგადოება
01/01/2022
საქართველოში პენსია 20 ლარით გაიზარდა
დღეიდან საქართველოში პენსია იზრდება. ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფა 2.9 მლრდ ლარითაა განსაზღვრული. წინა წელთან შედარებით გაზრდილია 285.0 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია მათ შორის საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით.
იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და განისაზღვრება 260 ლარით.
70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს.
მაღალმთიან დასახლებაში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარს.