
საზოგადოება
23/03/2021
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე შემთხვევა დადასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე შემთხვევა დადასტურდა.
“ძირითადად ეს არის ბრიტანული შტამი, რომელიც ევროპაში ვრცელდება. მას საკმაოდ ფართო გავრცელება აქვს, ალბათ ჩვენთანაც იქნება. როგორც კვლევები აჩვენებენ, დღევანდელი ის ვაქცინები, რაც ადმინისტრირდება, ფარავენ ამ შტამს“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში რეინფიცირების შემთხვევაც დადასტურდა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რეინფიცირების მატება იქნება.
“ჩემთვის ამ ეტაპზე რთულია თქმა, რამდენით გაიზრდება, ეს არ იქნება ათობით, თუმცა რამდენიმე ერთეული დაემატება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.