საზოგადოება
15/10/2020

საქართველოში დაბრუნებული PCR ტესტის მქონე მოქალაქეები კარანტინს არ გაივლიან

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ ქვეყანაში შემოსულ საქართველოს მოქალაქეებთან მუშაობის წესები და საკარანტინე სივრცეში განთავსების სქემა იცვლება. 

„მას შემდეგ, რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები, საკარანტინე სივრცეებში შემოსულ ჩვენს მოქალაქეებთან მუშაობა და მათი კარანტინის გადაყვანის სქემა შეიცვლება.

ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და თან ექნება PCR ტესტი მას საკარანტინე სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება საშუალება, რომ გადავიდეს თვითიზოლაციაში და ეს ის მოთხოვნაა, რომელიც მან უნდა დააკმაყოფილოს. ისინი, ვისაც ტესტი არ ექნებათ თან, მათ შეეძლებათ გამოიყენონ ისევ ისე საკარანტინე სივრცე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.