საქართველოს მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით დაიწყება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო მხოლოდ იმ ვაქცინას მიიღებს, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაცია ექნება, ან აღიარებული იქნება მაღალი სანდოობს მარეგულირებლების მიერ.
მისი თქმით, საქართველოში პირველ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინა შემოვა, შემდეგ კი, AstraZeneca-ს ვაქცინა.
„ქვეყანას აქვს პირობა, შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა, რომელიც საჭროებს -80 გრადუსიან ტემპერატურას, ასეთია Pfizer-ის ვაქცინა, აგრეთვე Moderna-ს ვაქცინა, რომელიც საჭროებს -20 ტემპერატურულ რეჟიმს. 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინები არის ჩვენთვის პრაქტიკულად რუტინული იმუნიზაციის სქემის მოთხოვნა, რასაც დიდი ხანია ქვეყანა შეუფერხებლად ახორციელებს, ამდენად ამ ვაქცინებთან დაკავშრებითაც მზაობა სრულად არსებობს.
ყველაზე ადრე მოსალოდნელია Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა, პირველივე კვარტალში და ამაზე მიდის მუშაობა კოვაქსის პლათფორმასთან, აგრეთვე მიმდინარეობს მუშაობა AstraZeneca-ს შემოტანასთან დაკავშირებით, ეს ორი ერთმანეთთან იქნება ძალიან ახლოს.
ის, რომ ქვეყანას შეექმნას პრობლემა ვაქცინების ტიპის ჩანაცვლებასთან მიმართბაში, ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის. ყველაზე მთავარი პირობა, რომელიც ვაქცინამ უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის, რომ მოხვდეს ჩვენი გეგმის ფარგლებში, ეს არის ავტორიზაციის სტატუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ან უნდა იყოს აღიარებული მაღალი სანდოობის მარეგულირებელების მიერ. მარეგულირებლად განსაზრულია 37 ქვეყანა“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.