საზოგადოება
25/03/2020

საქართველოს კორონავირუსის ტესტების შეძენა $1.2 მლნ-მდე დაუჯდება

COVID -19 -ის სადიაგნოსტიკო ტესტების შეძენა საქართველოს 1 182 500 დოლარი დაუჯდება.

საქართველო მიიღებს Shenzhen Bioeasy Biotechnology Co.-ს მიერ წარმოებულ სწრაფ სადიაგნოსტიკო (ატიგენისა და ანტისხეულების განმსაზღვრელი) ტესტებს ასევე Nanjing Vazume Medical Technology Co- ის მიერ წარმოებულ PCR ტესტებსა და რეაგენტებს.

კერძოდ, შეძენილია 211000 ცალი 2019-Novel CoronaVirus (2019-nCov) Ag GICA Rapid Test-ი და 4000 2019-Novel CoronaVirus (2019-nCov) IgG/IgM GICA Rapid Test.

ტვირთის მოწოდება ეტაპობრივად მოხდება საშუამავლო კომპანია HANGZHOU YIZHIJIE SUPPLY CHAIN MANAGEMENT CO-ს ჩართულობით.
საქართველო სწრაფ ტესტების ნაწილს 24 მარტს ელოდებოდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იგეგმება იმ მოსახლეობის გამოკვლევა, სადაც ჩაითვლება, რომ ეპიდაფეთქების რისკი არსებობს. ამ ეტაპისთვის ეს არის მარნეულის რეგიონი.

Businesspartner