საზოგადოება
11/05/2022

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემა დაინერგება

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, რამდენიმე თვეში რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემა დაინერგება. 

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობისთვის. 

"ჩვენ დავიწყეთ მუშაობა წამლების რეფერენტული ფასების დადგენისთვის. ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია წამლის ფასების ბალანსირებისა და ფინანსური ხელმისაწვდომობისთვის. რეფერენტული ფასებით ხელმძღვანელობა წარმატებით აპრობირებულია მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში და უახლოეს თვეებში იქნება საქართველოშიც", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.  

Businesspartner