საზოგადოება
11/04/2022
საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე კითხვარი გადმოეცა
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით კითხვარი ჩაიბარა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბრუგში იმყოფება, სადაც ის ევროკომისარ ოლივიერ ვარჰეის შეხვდა.
ევროკომისარმა საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გადასცა.
შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დააჩქარა. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს შეიტანა.