საზოგადოება
29/04/2021

საქართველო Sinovac-ის ვაქცინას დღეს მიიღებს

საქართველო “სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზას ჩინეთისგან საჩუქრად დღეს მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “სინოვაკისთვის“ ავტორიზაციის მინიჭებაზე მაისის დასაწყისში იმსჯელებს.

“ავტორიზაციას დაველოდებთ. მისი გადავადების შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ვაქცინაციის საბჭო მისი გამოყენების პირობებზე იმსჯელებს.

“სინოვაკს“ დღეს ფართოდ იყენებს თურქეთი, ასევე აზერბაიჯანი, უკრაინა. “სინოვაკის“ შედეგები საკმაოდ კეთილსაიმედოა. ეფექტურობის თვალსაზრისითაც კარგი მონაცემებია. სიკვდილობის და მძიმე შემთხვევების განვითარების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023