საზოგადოება
23/03/2021

საქართველო-ესპანეთის თამაშზე ბილეთის მფლობელ გულშემატკივარებს კომენდანტის საათი არ შეეხებათ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტს რაგბის რუმინეთი-საქართველოს მატჩს და ფეხურთის საქართველო-ესპანეთის მატჩს მაყურებლების მხოლოდ 30% დაესწრება, რეგულაციების დაცვით. 

რაგბის მატჩი 15:00 საათზე დაიწყება, ფეხბურთის მატჩი კი, 20:00 საათზე. 

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ვინაიდან ფეხბურთის მატჩი 20:00 საათზე იწყება, 21:00 საათიდან კი, გადაადგილებაზე შეზღუდვაა, ყველა ბილეთის მდფლობელს ავტომატურად მიენიჭება გადაადგილების უფლება. 

მისი თქმით, მატჩებზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ გაიყიდება. 

“მიმდინარეობს მცირედი ტექნიკური სამუშაოები და ბილეთების გაყიდვა უახლოეს პერიოდში დაიწყება“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. 

 

Businesspartner