საქართველო COVID-ვაქცინების დამატებით დოზებზე მოლაპარაკებებს რამდენიმე მწარმოებელთან აწარმოებს
საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს რამდენიმე მწარმოებელთან აწარმოებს. მათ შორის AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებია.
„სახელმწიფო იზრუნებს, უწყვეტ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა ვაქცინების შეძენასთან დაკავშირებით. უკვე არაერთი შემდგაი მოლაპარაკება გვაქვს, რომლითაც გვაქვს გარანტიები, რომ ქვეყანა შეუფერხებლად მიიღებს ვაქცინებს სხვადასხვა მწარმოებლისგან. ეს გახლავთ როგორც AstraZeneca-ს 86 000 დოზა, ასევე Sinovac-ის 100 000 დოზა, რომელიც უკვე ქვეყანაშია, ასევე Sinopharm-ის დოზები. მასთან მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება შემდეგი 250 000 დოზასთან დაკავშირებით. ასევე მიმდირეობს მოლაპარაკება Pfizer-თან მილიონ დოზაზე. ველოდებით კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს და ასევე ის იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ტიკარაძე მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში პლენარულ სხდომაზეა დეპუტატებს ანგარიშს აბარებს.