საზოგადოება
11/01/2022
საკარანტინე ვადა, შესაძლოა, შემცირდეს
საკარანტინე ვადა, შესაძლოა, შემცირდეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საკარანტინე ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია ახალი შტამის "ომიკრონის" მიმდინარეობასთან.
მისი თქმით, ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, თუ ინფიცირებული უსიმპტომოა, მისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდირებულია 10 დღე.
"საკარანტინე ვადის შემცირებასთან დაკავშირებით განხილვები დაწყებულია. რამდენიმე დღეში საბოლოოდ ჩამოყალიბდება განახლებული ვადები კარანტინთან მიმართებაში", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.