საზოგადოება
07/09/2020
საკარანტინე ვადა 8 დღემდე მცირდება
საკარანტინე სივრცეებში 2 კვირიანი ყოფნის ვადა 8 დღემდე მცირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა.
"საკარნტინე სივრცეები 14 დღის ნაცვლად 8 დღე იქნება. 8 დღის შემდეგ იქნება პისიარ ტესტი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დატოვებენ საკარნტინე სივრცეს, თუმცა 12 დღის თავზე კიდევ ერთი პისიარ ტესტის გაკეთების ვალდებულება ექნებათ",- აღნიშნა გახარიამ.