საზოგადოება
22/12/2021

საჯარო სექტორისთვის 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა

2022 წლის 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, უქმე დღეები ეხება საჯარო დაწესებულებებს. კერძო სექტორს კი, თავად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ პერიოდში გამოაცხადებს თუ არა უქმე დღეებს.