საზოგადოება
26/08/2020

საჯარო ბაღები აღსაზრდელებს 1-ელი ოქტომბრიდან მიიღებს

საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1-ელი ოქტომბრიდან განახლდება, - გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

კახა კალაძემ მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, პროდუქტების დარიგების სოციალური პროექტი გაგრძელდეს.

„სანამ ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებს, მინდა ჩემს მოადგილე ილია ელოშვილს დავავალო, 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე მოახდინოთ საკვებით უზრუნველყოფა, როგორც ეს პანდემიის პირობებში გვქონდა. მაქსიმალურად გქონდეთ კომუნიკაცია მშობლებთან და უზრუნველყავით, რომ რაციონი, რაც ბაღის აღსაზრდელებს ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა მიეღოთ, დაფასოებული პროდუქტის სახით, სახლში წაიღონ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მერმა მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების უფროსებს და გამგებლებს კიდევ ერთხელ დაავალა, რომ ის თანამშრომლები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, ამავე რეჟიმში დატოვონ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020