საზოგადოება
24/08/2020

რუსთავში სპორტკომპლექსის მშენებლობაზე ₾19,5 მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა

რუსთავში თანამედრო სპორტული კომპლექსი აშენდება. პროექტის დაახლოებითი ღირებულება 19,5 მლნ ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

სამუშაოები მოიცავს ორსართულიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობას, ტერიტორიის კეთილმოწყობას; განათებას, პარკინგს, წყალმომარაგება-კანალიზაციის, ელექტრო, გაგრილება-ვენტილაციის სამუშაოებს.

კომპანია როიალ არტ ჯგუფი Royal Art Group-ის შემუშავებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები.

კომპლექსში იქნება ცენტრალური ვესტიბიული, სატრენაჟორო და კრივის დარბაზი თავისი გასახდელებით, ორი ძირითადი გასახდელი სპორტსმენებისთვის, კონფერენც დარბაზი დამხმარე ოთახებით, ინვენტარის შესანახი ოთახი, ოფიციალური პირებისა და მწვრთნელების დასასვენებელი ოთახები, სველი წერტილები.

დარბაზის ცენტრალურ ვესტიბიულში იქნება ღია კაფე და სპორტული ინვენტარის მაღაზიები.

სპორტულ კომპლექსში გათვალისწინებულია ასპარეზობაში მონაწილე გუნდებისთვის სხვადასხვა - დამოუკიდებელი შესასვლელები. 

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე უკვე გამოაცხადა

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020