საზოგადოება
19/10/2020

რთულია მკვდარი თეატრის ყურება - ეკა მაზმიშვილი

თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის მიერ მიყენებული ზარალის მიუხედავად, თეატრი სპონსორებმა არ დატოვეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ჩვენი სპონსორები არ წავიდნენ ჩვენგან. პირიქით, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მე არ ვიცი, საერთოდ რა გველოდა. თეატრი დიდ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული, შემოქმედებითი თვალსაზრისით, პირველ რიგში. ამის საშუალება სახელმწიფოს არ აქვს, ან არ ვიცი… ამიტომ სპონსორებს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. ისინი რომ არა, ჩვენ ისეთ რთულ პირობებში გავდიოდით, რომ... ოპტიმიზმით აღსავსე კი ვარ, მაგრამ ციფრებს რომ ვუყურებდი ვკარგავდი ამ ოპტიმიზმს.

ძალიან რთულია მკვდარი თეატრის ყურება. ისევე როგორც მკვდარი ქუჩებისა და მკვდარი თბილისის“,- აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ თეატრის მმართველმა, ეკა მაზმიშვილმა.