როგორი იქნება iPhone 14 – Apple ახალი მოდელის პრეზენტაციას სექტემბერში გამართავს
iPhone 14-ის გამოშვებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირაა დარჩენილი - თუმცა უკვე ვრცელდება ინფორმაცია თუ როგორი შეიძლება იყოს ახალი მოდელი.
როგორც ცნობილი გამოცემები წერენ, Apple ახალი მოდელის პრეზენტაციას სექტემბრის მეორე კვირაში გამართავს.
ასევე, ცნობების თანახმად, ტელეფონს ექნება ახალი ფუნქციები და გაუმჯობესებები. მოსალოდნელია, რომ iPhone-ის გარე დიზაინი მნიშვნელოვნად განახლებული იქნება, ვიდრე წინა წლებში. თუმცა, iPhone 14 შეინარჩუნებს iPhone 12 და 13–ის მსგავსად ბრტყელ გვერდებს და მოხრილ მართკუთხა ფორმას.
როგორც ჩანს ფუნქციონალურად რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, ამასთან PRO მოდელებში უფრო მეტი ცვლილება იგეგმება. როგორც ბრიტანული გამოცემა Independent-ი წერს, წელს ასევე მოსალოდნელია ზომების შეცვლა. კომპანია Mini მოდელების გამოშვებას აღარ აპირებს და iPhone 14 მხოლოდ ორი ზომის იქნება.
რაც შეეხება ფასს, Apple, როგორც წესი, წინააღმდეგობას უწევს მისი ფასების ზედმეტად გაზრდას და ამიტომ iPhone 14 ალბათ ოდნავ, მაგრამ არა არსებითად ძვირი იქნება ვიდრე iPhone 13.
უამრავი მოსაზრების მიუხედავად, ნებისმიერ პროგნოზს, რა თქმა უნდა, გარკვეული სკეპტიციზმით უნდა შეხედოთ.